14:15 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 15:08:45, 1906 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ევროკავშირთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურს

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი განათლების კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ევროკომისარს ტიბორ ნავრაჩიჩს შეხვდა.

ევროკომისიაში გამართული მოლაპარაკებებისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის განათლების სფეროს აქტუალობას, ევროკავშირის სტანდარტებთან და განათლების ხარისხთან დაახლოების მისწრაფებას. ამ მხრივ აღინიშნა, ევროკომისიისა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და პროგრესი ურთიერთობებში, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით.

აღინიშნა, რომ განათლება ქვეყნის შიგნით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და საქართველო დაინტერესებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირთან ამ სფეროში.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა თბილისში ევროპული სკოლის დაფუძნებას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ შედეგს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობას, არამარტო საქართველოდან, არამედ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების სექტორში რეფორმების მხარდაჭერისას.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის პროგრამაში ERASMUS+ საქართველოს წარმატებულ აქტივობას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა დაფინანსების სპეციალური ფანჯრის გახსნას, რომლის ფონდი 6 მილიონი ევრო იქნება, რაც საქართველოს პროგრამაში მეტი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics