11:31 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 18:35:30, 1704 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ე.წ. პრეზიდენტის განცხადება ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება

ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია და ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად ასეთი არალეგიტიმური განცხადებებისა, ქართული მხარე აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადაეცეს ოჯახს ცხედარი.

 „ზუსტად ვერ გეტყვით, რა მიზანი ამოძრავებს ე.წ. პრეზიდენტს, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს იგივე მოლოდინები იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ცხედრის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების მიზნით",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ბიბილოვმა დღეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics