2018-03-07 13:57:13, 1712 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს სამინისტროს მედალი გადასცა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის და აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს, მონიკა დორადოს შეხვდა.
გიორგი გახარიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის განვითარების მიმართულებით ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული პროექტებისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მონიკა დორადოს მადლობის ნიშნად სამინისტროს მედალი გადასცა.
(NS)
ავტორი: ,