14:55 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 11:50:55, 1438 ნახვა

საზოგადოება
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერით, კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერითა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა, რომლის მიზანიც  ქართულ ემიგრაციასთან კონტაქტების გაღრმავება და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასებაა.

როგორც „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე აცხადებს, შორს არ არის ის დრო, როდესაც თითოეული ქართველი ემიგრანტები უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარს.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ჩვენი თანამემამულე აიძულა უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა საკუთარი თავის, ოჯახისა და ახლობლების რჩენა შეძლებოდა. ასე უვადოდ და განუსაზღვრელად აიღეს საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი უდიდესი ტკივილთ, საკუთარ მიწა წყლის, სახლ-კარის, ოჯახისა და ახლობლებს მონატრებულმა.

ძნელია უცხო ქვეყანაში, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა, მშობლის და შვილების სუნთქვა მონატრებულმა, თავი დაიმკვიდრო. კიდევ უფრო ძნელია, წარმატებას მიაღწიო და სხვა მზის მომზირალმა შენს სამშობლოზე იზრუნო მაინც.

მტკივა და ვამაყობ თითოეული მათგანით. იმედი მაქვს დაგვიდგება ის დრო როცა ერთ მშვენიერ დღეს, ყველა მათგანი უცხოეთში მიღებულ ცოდნას ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოახმარს“, - აცხადებს ხათუნა მიქაცაძე.

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოდან გასული და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ქალბატონების რაოდენობა არც თუ მცირეა. ბევრ ქვეყანაში ემიგრანტი ქალბატონები ჩართულნი არიან ადგილობრივ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ორმხრივი ურთიერთობებისა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერების და განვითარების საქმესაც აქტიურად უძღვებიან. „ძალიან დასაფასებელია, რომ მათი მზერა ყოველთვის მიპყრობილია საქართველოსკენ და მათი წარმატება ჩვენი, ყველას წარმატებაა“,  განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics