2018-03-07 11:41:43, 1596 ნახვა
საზოგადოება
8 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +12, +17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
8 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსის ფარგლებში იქნება.
დედაქალაქ თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 7 მარტს +13, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 8 მარტს +16, +18 გრადუსამდე დათბება.
ავტორი: ,