|
2018-03-07 11:27:37, 1553 ნახვა
საზოგადოება
სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, 272 ობიექტი დაჯარიმდა, 120 ობიექტზე კი, სამუშაოები შეჩერდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას, სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში გააცნო და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა მომავალში ზედამხედველობის პროცესი უფრო შედეგიანი გახდეს. „ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე. მე მგონია, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და პლაკატები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნება გაკრული, უნდა ჩამოხსნან, რადგან ეს ყველფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯარიმები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის მომზადება დაავალა. „არამხოლოდ ჩემთვის, ზოგადად, ყველასთვის მტკივნეულია და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებაში ხშირად იხმარება სიტყვები უსისტემო, უკანონო, ქაოსური. თბილისი თანამედროვე დედაქალაქია და ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ და შევცვალოთ. ამიტომაც, ზედამხედველობის, როგორ ინსტიტუციის გაძლიერება და დახვეწა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მინდა დავავალო დედაქალაქის ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, რომ განვახორციელოთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, გავაძლიეროთ, უფრო მობილური გავხადოთ, გადავამზადოთ იქ მომუშავე ადამიანები, ყველანაირი აღჭურვილობა, რაც საჭიროა ამისთვის, ეს იქნება კამერები, ფორმები, ავტომანქანები, შეიძინეთ. ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური და უმაღლეს დონეზე განახორციელონ საზედამხედველო ფუნქციები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი და დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, - განაცხადა კახა კალაძემ. (NS)
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)