08:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:02:05, 1517 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ

„თუკი ბოროტად ვისარგებლებთ იმ ძალიან დიდი მიღწევით, რომელიც საქართველომ მიიღო გასულ წელს, შესაძლებელია, მთელ ქვეყანას შევუქმნათ პრობლემები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, ამ საკითხს ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

“მე არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მოქალაქეები პატივისცემით ეკიდებოდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ჩვენ თუკი ბოროტად ვისარგებლებთ იმ ძალიან დიდი მიღწევით, რომელიც საქართველომ მიიღო გასულ წელს, შესაძლებელია, მთელ ქვეყანას შევუქმნათ პრობლემები. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ამას ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება. მე არ მგონია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics