|
2018-03-06 11:25:11, 1414 ნახვა
კომენტარი
ბესელია რეზოლუციაზე: მთავარია, დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, პარლამენტმა ტატუნაშვილის საკითხზე ერთიანი დოკუმენტი მიიღოს და რეზოლუცია ყველა პოლიტიკური ძალის მიერ იყოს მხარდაჭერილი. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავარია, დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი. „ალბათ, ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გავიხსენებთ ეს არის უმძიმესი მოვლენა. ყველანი ვართ შეძრული და ვართ მოლოდინის რეჟიმში. ბოლო ინფორმაცია იყო საიმედო და ველოდებით, რომ საბოლოოდ მაინც გადაწყდება გადმოსვენების საკითხი, რომ ოჯახს მიეცეს მართლაც დატირების საშუალება. ეს არის ადამიანურად ყველაზე მძიმე და ემოციური მომენტი. რაც შეეხება შემდეგ ქმედებებს, იცით რომ დაგეგმილია პარლამენტში რეზოლუციების განხილვა. ვფიქრობთ, რომ ალბათ უკეთესი იქნება, თუ ერთიან დოკუმენტს მივიღებთ. ჩვენს მიერ ინიცირებულ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა, არის ძალიან მკაცრი შეფასებები და ფართო ხედვა ამ ძალიან მძიმე შემთხვევის გამო, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის, მობილიზების, რეაგირების და მგონია, რომ ეს დოკუმენტი ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. ჩვენთვის მთავარია, რომ დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი“, - განაცხადა ბესელიამ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)