14:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 09:29:03, 1292 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

ქვეყნის პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოს  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ჯგუფი ეწვია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ბახს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. 

ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშილს. შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს  ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" უწევს.  ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები 7 მარტს მოინახულებენ გუდაურსა და ყაზბეგს, 8 მარტს კი  ბორჯომ-ბაკურიანს.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამთო კურორტების განვითარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში საერთაშორისო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების მაღალი შეფასებები და მათთან თანამშრომლობა.

მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მიმართულებით, ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ვიზიტი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics