2018-03-05 19:38:16, 1989 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის დღე-ღამურ რეჟიმში ფუნქციონირებადი ქსელის მონაცემების თანახმად, 5 მარტის დილის საათებიდან დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით მდ. რიონის აუზში ხდება წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, რაც მოსული ძლიერი ნალექებითაა გამოწვეული.
„მდინარეთა ქვემო წელში წყლის დონეების მატება გაგრძელდება 6 მარტის შუადღემდე. წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე აწევა მოსალოდნელი არ არის.
6 მარტის დღის მეორე ნახევრიდან, ნალექების ინტენსივობის შესუსტების გამო, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეები ეტაპობრივად დაიწევს“,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ,