08:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 12:20:45, 2217 ნახვა

ეკონომიკა
ახალ საგადასახადო ინიციატივას ბათუმსა და ქუთაისში გაეცნობიან

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში.

5 მარტს ქალაქ ბათუმში, ხოლო 6 მარტს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან  თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს", ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება.

საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

მისამართი:

5 მარტი, ქ. ბათუმი, დასაწყისი 11:00 საათი - მის: ხელოვნების ცენტრი, (ოდისეი დიმიტრადის ქ.#1)

6 მარტი, ქ. ქუთაისი, დასაწყისი 11:00 საათი - მის: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრი, (ჯავახიშვილის ქ.#5)

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics