2018-03-01 21:29:44, 2211 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი პატრიარქს ხვდება
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს ხვდება.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოჯახის შეხვედრა ილია მეორესთან 21:00 საათზე დაიწყო.
უცნობია რა საკითხის განხილვა მოხდება შეხვედრაზე და სთხოვს თუ არა გარდაცვლილი ტატუნაშვილის ოჯახი პატრიარქს ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვას.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავტორი: ,