2018-02-28 10:34:35, 1464 ნახვა
საზოგადოება
დაზარალებულ მოვაჭრეებს დამწვარ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს შეუშვებენ
დაზარალებულ მოვაჭრეებს დამწვარ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს შეუშვებენ.
შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა, რომლის შედეგადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. დამწვარია სულ მცირე 3 000 კვ.მ ფართობი.
შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციამ ორი დღის წინ, სპეციალური განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ყველა დაზარალებული მოვაჭრე შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. დაზარალებულებს ეჭვი აქვთ, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.
ავტორი: ,