|
2018-02-27 17:29:36, 2263 ნახვა
ეკონომიკა
m2-მა ყაზბეგის გამზირზე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გახსნა
საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ გაიხსნა. „რამადა“ მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის „ვინდჰემის“ წევრია და 2017 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა. სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ ეკუთვნის და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს. სასტუმრო პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს. სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 152 ნომრიანი სასტუმროა თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, ლაუნჯი-ბარით და ბიზნეს შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცით. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო წარმოდგენილი იქნება საშუალო საფასო სეგმენტში, რომელზეც თბილისში ყველაზე მაღალი მოთხოვნა და დაბალი მიწოდებაა. „მოხარული ვარ, რომ m2 „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნით შევიდა სასტუმროების ბიზნესში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სასტუმროს 1000 ნომრის შექმნას ისახავს მიზნად. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელ ძალად რჩება და ჩვენი კომპანია მზადაა მოგზაურების მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილოს“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ. სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) დააფინანსა. IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. კომპანია „m2 უძრავი ქონება“ თბილისში კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს - მელიქიშვილისა და გერგეთის ქუჩებზე. ასევე დაგეგმილია „რამადას“ ბრენდის სასტუმროს შენებლობა ქალაქ ქუთაისში. „რამადა ენკორ თბილისი“ სტუმრებს მარტიდან უმასპინძლებს. (NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)