12:20 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 15:38:02, 2188 ნახვა

პოლიტიკა
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ტატუნაშვილის საკითხის ყველა შესაბამის ფორმატში განხილვას მოითხოვს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში გაიმართა.

უწყების ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ლტოლვილთა კომისარის ოფისთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა. 

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა მდგომარეობის საკითხზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  უმაღლეს კომისარსმიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა  და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქისდაკავების შესახებ.

 გაეროს უმაღლესმა კომისარმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია მომხდარზე  რეაგირება, საკითხი განხილული უნდა იქნას შესაბამისფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

 შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ომითდაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის შესახებ.  ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics