|
2018-02-27 14:36:28, 1534 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ბაზრობის ადმინისტრაცია მზადაა, მოიჯარეებს ინდივიდუალურად შეხვდეს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციასა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. „შევხვდი ბაზრობის ადმინისტრაციას. როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები თავიანთ სამუშაოს დაასრულებენ, მაშინვე დაიწყება დამწვარი ფართის აღდგენითი სამუშაოები. იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა, გვერდით ფართებში განთავსდნენ და თავიანთი საქმიანობა განაგრძონ“, - განცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია მზადაა, მოიჯარეებს ინდივიდუალურად შეხვდეს. „როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ამ ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იჯარის თანხებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ზარალს, ადმინისტრაცია მზადაა, ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს და გაიარონ ხელშეკრულებები. უნდა მოხდეს აღწერა, რა საქონელზეა საუბარი და შემდეგ ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა ელექტროობა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ხანძარი მაინც გაჩნდა. ალბათ დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზებიც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)