|
2015-05-16 17:17:47, 883 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიაში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ჩატარდა
ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“ საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ჩატარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინიტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და მხარის მუიციპალიტეტების გამგებლებმა, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფორუმს ესწრებოდნენ ფერმერები, აგრონომები, თხილის ადგილობრივი და უცხოური საწარმოების ხელმძღვანელები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს თხილის დარგის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. გუბერნატორმა ლევან შონიამ კი შეკრებილებს თხილის ფასის დინამიკა გააცნო და მოსახლეობისთვის მიღებულ სარგებელზე ისაუბრა, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თხილი რეგიონისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია და თხილის კულტურის განვითარებას სახელმწიფო ხელს შეიწყობს: „ჩვენი ქვეყნისთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. შარშანდელი მონაცემებით საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 200 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რითაც მანამდე ლიდერ ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ბიზნესზე ზეწოლა არ ხდება და ლობირებულ ფასებს ადგილი არ აქვს, თხილის საბაზრო ფასმა არნახულ ნიშნულს მიაღწია. თუ 2004 წლიდან 2012 წლამდე თხილის მაქსიმალური ფასი 4 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 13 ლარს აღწევს. საქართველო, თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ ათეულში შედის და ეს მეტწილად ჩვენი რეგიონის დამსახურებაა. თხილს, სამეგრელოში სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობა მოაქვს და ჩვენი მიზანია ეს კეთილდღობა გავზარდოთ. მთავრობა ამისთვის ყველფერს აკეთებს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი პროექტია დანერგე მომავალი და სხვა პროგრამები, რომლებიც ფერმერებსა და გლეხებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს“, - აშნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ ანაკლიაში ჩატარებულ ფორუმზე. ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნენ საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს თხილის დარგთან მიმართებაში და აგრეთვე წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, პროგრამებსა და დარგში არსებულ პრობლემატიკაზე. თხილის მესვეურთა ფორუმი ანაკლიაში ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებით ჩატარდა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)