12:19 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 01:29:00, 2552 ნახვა

პოლიტიკა
PACE: მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთს, გაასამართლონ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი ოკუპირებულ ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ.

თანამომხსენებლებმა მომხდარი ფაქტი დაგმეს:

„ჩვენ მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, როგორც დე-ფაქტო მმართველ ძალას, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება განახორციელონ და პასუხისმგებელი პირები გაასამართლონ. ამასთან, ჩვენ ვითხოვთ ბატონ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტრიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მხარდაჭერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics