12:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 09:41:07, 1971 ნახვა

პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ოკუპირებულ ცხინვალში საქართელოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

როგორც ლინკევიჩუსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმი უნდა შეიქმნას. 

"რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე. ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები შეიქმნას. ამ საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე წამოვაყენებ", - წერს ლიტვის საგარეო მინისტრი. 

ცნობისთვის, 22 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
საიამ 4 პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის პოზიცია წარადგინა
ოპოზიციის ალიანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო 6 პირობას ასახელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics