15:26 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 10:42:49, 1998 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 17 თანამშრომელს, სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის წარმატებით გავლისთვის, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყაყიჩაშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გუდაურში ჩატარდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეებმა ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, დაშავებულის ევაკუაცია, თოვლში ღამის თევა და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები შეისწავლეს.

სასწავლო კურსის მიზანი იყო სამთო კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და „Ski patrol"-ის მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics