18:46 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 20:28:59, 1147 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა. 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცხინვალში, დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.

აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, ასევე დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics