|
2018-02-23 15:03:41, 1399 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი: რატომ უნდა ვენდო მუხთარლის სიტყვებს და არა ჩვენს გამოძიებას ?!
„თქვენი საპარლამენტო ცხოვრების წესი და პოლიტიკური საქმიანობა, არ მაძლევს იმის უფლებას, რომ სერიოზულად შევხედო თქვენს განცხადებას და გულწრფელობას“,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოსტარიას გამოსვლას, რომელმაც აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. პაპუაშვილმა მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით ხოშტარიას წუხილს ყალბი უწოდა და ის პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. „რაღა საჭიროა კომისიის შემქნა, როცა თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რომელი მანქანიდან რომელ მანქანაში გადასვევს, სად მიყავდათ და ასე შემდეგ. გამოგიძიებიათ ყველაფერი და მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობთ. ძალიან საყვარლად კი მოყევით ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით, თურმე პურის საყიდლად მიდიოდა, კაცმა რა დააშავა. ასე პურის საყიდლად მიდიოდნენ და დროს სატარებლად და თავის შეყვარებულებთან შესახვედრად ის ახალგაზრდა ბიჭები თქვენ რომ ჩახოცეთ ქუჩებში და სადაც ხელი მიგიწვდათ. მაშინ არანაირი კომისიის შექმნა არ მოგდომებიათ. ეს მუხთარლი, რომელიც ათას საშინელ განცხადებას აკეთებს ჩემი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რატომ უნდა ვენდო მე მის სიტყვებს და არ ვენდო ჩვენ გამოძიებას, ჩემ კოლეგებს და რატომ უნდა გენდოთ თქვენ? თქვენ ყალბ აღშფოთებას და გულზე მჯიღის დაკვრას. გაქვთ მორალურად ზნეობა იდგეთ მაგ ტრიბუნასთან და ასეთი კითხვები დასვათ? გაქვთ თვენ რამე მტკიცებულება რომ აჯობოთ გამოძიებას და უსწრაფესად დადოთ ეს რეზულტატი? თუ ეს მხოლოდ სპეკულაციისთვის გჭირდებათ და ქვეყნის ასარევად? აი ამიტომ არ ვუჭერ ამ კომიის შექმნას მე მხარს, თორემ სიმართლე მეც მაინტერესებს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი საკითხი მათ პარლამენტის პლენარულ ხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)