|
2018-02-23 13:30:43, 1575 ნახვა
სამართალი
The Washington Post: ISIS-ის რიგებში მებრძოლი 50 პირი საქართველოში დაბრუნდა
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 50 მებრძოლი საქართველოშია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post იუწყება. „ახლა, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყსა და სირიაში წააგო, სად მიდიან მისი მებრძოლები“, - ასეთი სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა ვრცელ სტატიას. "მსოფლიო ახალი პრობლემის წინაშე დადგა: ISIS-ის 40 ათასი მოკავშირე, რომელიც ერაყსა და სირიაში იბრძოდა სახლში ბრუნდება. Soufan Center-ისა და "გლობალური სტრატეგიის ქსელის“ კვლევის თანახმად, დაჯგუფების დამარცხების შემდეგ სამშობლოში 5 600 მებრძოლი უკვე დაბრუნდა. ამ ქვეყნებს ვერ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ ამ ადამიანებს. მათი ნაწილი ციხეშია, ხოლო სხვებს რეაბილიტაციის გავლა შეუძლიათ. თუმცა. რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება ცალკე პრობლებას წარმოადგენს. მართალია, დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმასა ან საფრთხეზე, თუმცა ისინი შესაძლოა, გახდნენ შთაგონების წყარო ან მაგალითი მათთვის, ვინც რადიკალიზმის გზას ადგას. ყველაზე მეტი ადამიანი, დაჯგუფების დამარცხების შემდეგ დაბრუნდა თურქეთში. დაბრუნებულების რიცხვი 900 ადამიანს შეადგენს. დაახლოებით 1 500 ადამიანი წავიდა თურქეთიდან სირიასა და ერაყში საბრძოლველად 2014-2017 წლების პერიოდში. საუდით არაბეთიდან ანალოგიურ პერიოდში დაჯგუფებას 3 ათასი მებრძოლი შეუერთდა, უკან კი, 760 დაბრუნდა. 1 200 მებრძოლი დაბრუნდა ევროპის ქვეყნებში. კერძოდ - 400 მებრძოლი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში, 271 - საფრანგეთში და 300 გერმანიაში. რუსეთიდან საბრძოლველად წასული 3 400 ადამიანიდან უკან მხოლოდ 400 დაბრუნდა. რაც შეეხება ჩრდილოეთ აფრიკას, ტუნისში 800 მებრძოლი დაბრუნდა, ხოლო მაროკოში 200. კვლევის მიხედვით საბრძოლველად წასული 129 ამერიკელიდან აშშ-ში მხოლოდ 7 დაბრუნდა. საქართველოდან ერაყსა და სირიაში ჯიჰადისტების რიგებში საბრძოლველად 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან დაახლოებით 50 სამშობლოში დაბრუნდა, 50-ზე მეტი კი, დღემდე ცხელ წერტილში რჩება", - წერს The Washington Post.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)