03:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 17:26:37, 2183 ნახვა

ეკონომიკა
Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი: საქართველოში ჩვენს ბიზნესს წლიდან წლამდე ვზრდით

„ვიმედოვნებთ, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნით უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველოში“, - ამის შესახებ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე, Nike Ema-ს რეგიონალურმა დირექტორმა კანერ სოიტასმა განაცხადა. 

მისი თქმით, უკვე ხუთ წელზე მეტია Nike Ema საქართველოში მუშაობს და წლიდან წლამდე ზრდის ბიზნესს. 

„ ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვართ. ჩვენ უკვე ხუთი წელზე მეტია ვმუშაობთ საქართველოში.  თავდაპირველად, ჩვენ მცირე წარმოებით დავიწყეთ, თუმცა წლიდან წლამდე ვზრდით ჩვენს ბიზნესს „აჭარა ტექსტილთან“ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „აჭარა ტექსტილს“ და  საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი საწარმოს გახსნით უფრო  მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენს ქვეყანაში“, - განაცხა კანერ სოიტასმა. 

ფოთში დღეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით,  „აჭარა ტექსტილის“ ახალი თანამედროვე საწარმო გაიხსნა, სადაც 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. 

„აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან  საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima. ახალი საწარმოს გახსხნის შედეგად კომპანია პროდუქციას მიაწვდის New Balance-სა და Under Armour-ს. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათავო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics