14:11 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 18:11:50, 2713 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი აშშ-ის სკოლებში მასწავლებლების შეიარაღების ინიციატივით გამოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფლორიდის შტატში, ქალაქ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სკოლებში მასობრივი ხოცვის პრევენციის მიზნით, მასწავლებლების შეიარაღების საკითხს განიხილავს.

„რომელიმე სკოლაში, რომელსაც თავს დაესხნენ, მასწავლებელს იარაღი რომ ჰქონოდა, ის ბავშვების გადარჩენას მოახერხებდა. იარაღი ფარულად ატარონ. მასწავლებლები სპეციალური მომზადების კურსებს გაივლიდნენ. სკოლა აღარ იქნებოდა ის ადგილი, სადაც დამნაშავეები  კლავენ ადამიანებს. საშუალოდ, ასეთი თავდასხმები 3 წუთს გრძელდება, ხოლო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 5-10 წუთში მიდის", - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, მან შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ პარკლენდის სკოლაში მომხდარ ტრაგედიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა იარაღის აკრძალვის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics