|
2018-02-22 16:18:08, 1554 ნახვა
კომენტარი
კახა ბექაური: ჩემი დაცვა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს არ სჭირდება, რადგან ის ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისია
„ჩემი დაცვა არ სჭირდება არც ვეტოს, არც იმ კანონს იმიტომ, რომ ის დაცულია, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის გაკეთებული, ევროპის საუკეთესო ქვეყნებში როგორიც არის საუკეთესო პრაქტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ“,-ასე უპასუხა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ჟურნალისტის შეკითხვას - სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებული მონაცემების ახლა გამოქვეყნება, ხომ არ ემსახურება ხელისუფლების პოზიციის გამყარებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი, კერძო მაუწყებლების ინტერესებს არ დააზიანებს. „რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საზომი ხარისხობრივი ერთ-ერთი ინდიკატორია, ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს რეკლამა შეზღუდული ოდენობით და კანონი როგორც შევიდა, იმასთან შედარებით ყველა ევროპულ ქვყნაში მეტია. ამიტომ კარგად ჩახედეთ ხოლმე, აქ არაფერი არაორდინალური არ ხდება. ჩემი დაცვა მაგ კანონს არ სჭირდება. კომერციული რეკლმა არსებობდა მანამდე, ეგეც არ იცით თქვენ. შარშანაც არსებობდა. იგივე ტიპის შემოსავალზეა საუბარი.დაახლოებით ბაზრის 1%-ზეა ლაპარაკი, როგორ შეიძლება ამან რადიკალური ცვლილება მოახდინოს სარეკლმაო ბაზარზე“,-აღნიშნა კახა ბექაურმა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის მიხედვით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია. კერძოდ, კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის ტელეკომპანიების შემოსავლები 63,355,996 ლარიდან 2017 წლის ჩათვლით 25,658,525 ლარით გაიზარდა და 89,014,521 ლარი შეადგინა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)