|
2018-02-22 13:07:26, 1775 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისის ფორუმზე ახალი მარშრუტების განვითარებას ჩაეყრება საფუძველი
თბილისის ფორუმზე საფუძველი ჩაეყრება ახალი მარშრუტების განვითარებას, რაც ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დააკავშირებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული ფორუმის საიუბილეო მე-15 ღონისძიებას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. აღნიშნული მასშტაბური ფორუმი ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ტარდება. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირების გაღრმავებაში, ხელს უწყობს ადამიანებსა და ბიზნესებს მოიძიონ ახალი დანიშნულების ადგილები დასვენებისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის, ეხმარება ქალაქებსა და ქვეყნებს ტურისტების მოსაზიდად უფრო ეფექტური და ხელსაყრელი გზები მოიძიონ. „საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს დიდი ისტორიის მქონე და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდან გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მიზიდულობის ცენტრად აქცევს, საჰაერო მიმოსვლა სულ უფრო ფართოვდებოდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. საერთაშორისო რუკაზე ისეთი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, როგორიც საქართველოა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან ასეთი ქვეყნები ხელს უწყობს საჰაერო მიმოსვლის ზრდასა და ზოგადად, საავიაციო მრეწველობის შემდგომ განვითარებას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა ფორუმში მსხვილი საავიაციო კორპორაციების მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ მისი მსვლელობისას შესაძლებელი გახდება ახალი შესაძლებლობების განვითარება და შეთანხმება საინტერესო მარშრუტებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)