07:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 08:47:43, 2292 ნახვა

მსოფლიო
Hurriyet: ანკარაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულმა პირმა საქართველოში შესვლა 2-ჯერ სცადა

ანკარის რკინიგზის სადგურთან 2015 წელს განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, "ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ძებნილი პირი, საქართველოში გადასვლას 2-ჯერ ცდილობდა, -  ამის შესაახებ Hurriyet თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრნდობით იუწყება.

მედია საშუაალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ნუსრეთ ილმაზი საქართველოს პოლიციამ 2017 წელს საზღვარზე დააკავა და ის თურქეთში დააბრუნა, თუმცა 2 დღის შემდეგ, მან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა ისევ სცადა. ილმაზი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

"2016 წლის 5 აპრილს ილმაზი დააკავეს, თუმცა შემდეგ გამოუშვეს. როდესაც ის 2017 წლის შუა პერიოდში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შესვლას ცდილობდა, საქართველოს პოლიციამ გამოავლინა, რომ მასზე გაცემული იყო დაკავების ორდერი და მისი ექტსრადირება განახორციელა, თუმცა 2 დღის შემდეგ, ეჭვმიტანილმა კვლავ სცადა საქართველოში შესვლა სარფის გამშვები პუნქტიდან და საქართველომ ის არ მიიღო“, - ნათქვამია თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ანკარას მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ წერილში. 

გაგზავნილი წერილი 2018 წლის პირველი თებერვლით არის დათარიღებული. თურქული მედიის წერს, რომ ილმაზი დღემდე ძებნაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 109 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე ბრალი "ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირბულ 36 პირს წაუყენეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics