|
2018-02-21 11:36:45, 1866 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა განახლდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის არსებითი განხილვა განახლდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე 5 მოწმის დაკითხვას აპირებს. პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ მოწმე სამართალდამცველია, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "ხსენებული პირებიდან რამდენიმე მოწმე დააფიქსირებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციას. კერძოდ, ეს ინფორმაცია შეეხება შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. რაც შეეხება კიდევ ერთ მოწმეს, ის დაიკითხება კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მან ჩაატარა. შესაბამისად ხუთივე პირი სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას საქმესთან უშუალო კავშირის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ", - განაცხადა ფხაკაძემ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში. ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, თუ დადგინდა, რომ საქმეში 3 დანაზე მეტი ფიგურირებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ 2-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მკვლელობაში. "ჩვენ გვაქვს დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზა, სადაც ექსპერტმა უნდა უპასუხოს უმნიშვნელოვანეს შეკითხვას - რამდენი დანით არის მიყენებული ჭრილობები გარდაცვლილების სხეულზე. მაგალითად მიგვაჩნია, რომ თუ დადგინდება რომ ჭრილობები მიყენებულია 3, 4 ან თუნდაც 5 დანით, უტყუარად დადგინდება, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა მიაყენა კონკრეტულ პირს ჭრილობები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად დაადგენს ჭეშმარიტებას ამ საქმეზე", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)