|
2018-02-20 12:07:16, 1438 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ჩაბუქზე: არსებობს რისკი, გაუჩნდეს სურვილი, რომ ექსტრადიციის პროცედურის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დემირელის კოლეჯის ყოფილი პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა განმარტა, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება საექსტრადიციო პროცედურების დასრულებას არ გულისხმობს. "ის რომ გუშინ ვადის 9 თვის გასვლასთან დაკავშორებით ბატონი ჩაბუქი გათავისფლდა სასამართლოს მიერ, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ საექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის სასამართლო პროცესების დასრულებას. მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი დაველოდები სასამართლო პროცედურების დასრულებას. ხოლო რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას რომელიც ეხება პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ რომ გირაოს თანხის ნაწილში, ის იმდენად დაბალია, რომ არსებობს რისკი, ბატონ ჩაბუქს გაუჩნდეს სურვილი, რომ ექსტრადიციის პროცედურის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა. შესაბამისად გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესი ჯერ მიმდინარეობს და დასრულებული არ არის",-განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, გუშინ, მუსტაფა ჩაბუქი სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)