22:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 12:00:04, 448 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური ალბანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოსა და ალბანეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ალბანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ერხონ  ლუჩიმ დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.

 ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის  სავაჭრო სფეროში არსებული პოტენციალის ზრდას.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. განსაკუთრებით კი, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში მიღწეული  წინსვლის გაზიარება, სწორედ ამ  მიზნით  საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა ალბანეთის დელეგაცია, რათა ადგილზე გაეცნოს ქართულ გამოცდილებას“, - განაცხადა ერხონ  ლუჩიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics