|
2018-02-16 13:27:29, 1728 ნახვა
სამართალი
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარადაგინა. შსს-ს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ციდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სამართლებრივი ბაზის განახლებას. კერძოდ, 2018 წლის თებერვლის დასაწყისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, იზოლატორებში წარმოებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა, რამაც დაკავებული ბრალდებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყოფნის მთელი პერიოდი მოიცვა. როგორც აღინიშნა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება სარემონტო სამუშაოები წალკის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, სამტრედიისა და ფოთის იზოლატორებში. შედეგად აღნიშნულ რეგიონებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იზოლატორები იფუნქციონირებს. დაწყებულია მუშაობა ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე 6 მსხვილ იზოლატორში ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, რის შემდეგაც ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება. „სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნერგავს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, სამინისტრო წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორების განცითარების გეგმას. პროექტის მიზანია დახურული ტიპის დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნით და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით, დაკავებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა“,-აცხადებენ შსს-ში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)