|
2018-02-15 11:35:17, 3659 ნახვა
სამართალი
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს
საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, არასათანადო მოპყრობისა და გადაცდომების ფაქტებს გამოიძიებს. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული: "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ეს ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო შემოდის ამ ინიციატივით, იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითავლისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკდიებლობას და ამის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათავლისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიული ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვამტკიცოთ ნდობა ჩვენს სამართალდამცავების მიმართ და ამ კუთხით მოგეხსენებათ,რომ შსს-ში ძალიან მნიშვვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში. მოგეხსენებათ,რომ მესამე ნაკადის რეფორმა, ასევე სასამრთლო სისტემაში მიმდინარეობს და ვფიქრობ,რ ომ ეს მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღელბას სამართალდამცავი უწყებების მიამრთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცავებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი,როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და იქნება მექნიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)