2018-02-14 09:17:26, 1501 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის კომიტეტი დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყებს.
საკითხი დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე გადის. მას კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი წარადგენს.
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება უმრავლესობას, ის ამ თემაზე მსჯელობისთვის მზად არის.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მაუწყებლის შესახებ" კანონ ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი კანონროექტის იმ ნაწილს არ დაეთანხმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
ავტორი: ,