03:56 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 20:02:29, 767 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს

მთავრობას  ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის კორექტირებას მეორე კვარტლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის  მაჩვენებლის დაზუსტების შემდეგ მოახდენენ.

"ბიუჯეტის კორექტირება საჭირო იქნება, ამაზე შეკითხვის  ნიშანი არ არსებობს და მე მას ვამბობ იანვრის თვიდან მოყოლებული. მეორე კვარტლის ბოლოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან  გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის კორექტირებას ბიუჯეტის მიმართულებით",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, EBRD –მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონული ეკონომიკურ პერსპექტივების ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს საქართელოში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2.3%–მდე შემცირდება. 2016 წელს კი, საქართველო ეკონომიკა 2.6%–ით გაიზრდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics