09:37 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 13:44:08, 771 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ხელოვნების უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას გამოეხმაურა.

როგორც აჭარის მთავრობის სტრატეგიული განითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"მინდა გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ხელოვნების უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება თავად შენობას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული შენობა მათი ხელისუფლების დროს იმგვარად იყო დაპროექტებული და გაკეთებული შიდა გეგმარება, რომ იქ უნდა გადასულიყო მთავრობის აპარატი. თუმცა მინდა დავამშვიდო ჩვენი ოპონენტები და ვუთხრა, რომ აღნიშნული შენობის სამომავლო ბედის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება არ იქნება ნაჩქარევი და ერთ დღეში მიღებული, როგორც ეს თავად გააკეთეს 2012 წელს. გაიმართება მსჯელობა და კონსულტაციები თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics