03:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 20:27:11, 1716 ნახვა

საზოგადოება
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პირი, რომელიც დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხა, სავარაუდოდ, დაჭრილია

პირი, რომელიც მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხა სავარაუდოდ დაჭრილია.

ამის შესახებ ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს. სისხლის კვალი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის კამერამ დააფიქსირა.დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირმა ტერიტორია სავარაუდოდ დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გუგეშაშვილის ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა. 

"ლურჯი ქურთუკი ეცვა, ხოლო ხელში მოლურჯო გამჭვირვალე პარკი ეჭირა. ერთი ადამიანი იყო. სროლის ხმა არ გამიგია. ერთადერთი ყვირილი მესმოდა: მიშველეთ, მომიკლეს შვილი. დოდო ფეხშველა ჩამოვიდა მე-13 სართულიდან მე-11-ზე. სულ სისხლიანი იყო. ამ მამაკაცმა კიბეებზე ჩამოირბინა და გაიქცა. შუა ხნის, საშუალო აღნაგობის მამაკაცი იყო", - განაცხადა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics