23:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 16:09:25, 1635 ნახვა

სამართალი
ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ  4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ  დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით  სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა,  რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული - თბილისში დააკავეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის  ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე  მუხლით და 236 -ე მუხლით. თავდამსხმელებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics