|
2018-02-07 16:04:51, 1813 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა „საქართველოს ფოსტის“ ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმის ამოქმედება დააანონსა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის" ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა დააანონსა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მაისში „საქართველოს ფოსტა" აამოქმედებს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესიც, შეძლებს შეუკვეთოს ან გაყიდოს პროდუქცია და მომსახურება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ხოლო „საქართველოს ფოსტა" მის მიწოდებას უზრუნველყოფს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ელექტრონული კომერცია თანამედროვე სამყაროში ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. „არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ შეცვალეს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა კომპანიებმა მომხმარებელთა სავაჭრო კულტურა და ქცევა და დღეს ეს კომპანიები მსოფლიო გიგანტებად არიან წარმოდგენილები, მაგალითად ebay.com, amazon.com, Alibaba და ა.შ. მარტო 2017 წლის 11 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში ჩინური პლატფორმის „ალიბაბას" ონლაინ მაღაზიაში გაიყიდა 25.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ელექტრონული კომერცია, ერთი მხრივ, ბიზნესს უადვილებს, გაყიდოს საკუთარი პროდუქცია გლობალური მასშტაბით, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს აძლევს ფართო და კონკურენტულ არჩევანს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ელექტრონული კომერციის განვითარება ფოსტის გამართული მუშაობის გარეშე შეუძლებელია. „ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის სრულყოფილი ამოქმედება, რომელსაც ამჟამად „საქართველოს ფოსტა" ამუშავებს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)