2018-02-06 10:39:50, 2194 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, ბიუროს სხდომით გაიხსნება.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სავარაუდოდ, ხვალ შედგება.
განსახილველ საკითხებში შორის ერთ-ერთი მთავარი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებია, რომელსაც პრეზიდენმტა ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.
სხვა საკითხებთან ერთად, დეპუტატები „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასა და საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ. ასევე დაგეგმილია დეპუტატთა ეთიკის კოდექსის მიღება.
ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება, ივნისის ბოლო პარასკევს კი, იხურება.
ავტორი: ,