09:59 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 10:27:34, 1828 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადამიანებმა, ვისთან ერთადაც თვალთვალის მექანიზმს ვებრძოდით, მის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ გადადგეს ნაბიჯი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადამიანებმა, ვისთან ერთადაც მოსმენების წინააღმდეგ იბრძოდა, გადადგეს ნაბიჯი თვალთვალის მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ისაუბრა:

„იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც ჩვენ ვამბობდით, რომ ნუ გვისმენ და მთელი საზოგადოება გავაერთიანეთ, უცებ გადადგეს ნაბიჯი უფრო ამ სისტემის გაძლიერებისკენ.თანაც იმ ფონზე, როცა არავის უთქვამს,  ის ფარული ჩანაწერები ვინც გააკეთა, რომელიმე სისტემიდან გამოყვანიალია? არა. არავის უჩვენებია ეს ადამიანები.ხალხო, სისტემა, რომელიც თქვენ გისმენდათ, გითვალთვალებდათ, გაშანტაჟებდათ, ის ხალხი იქ აღარ მუშაობს- ეს არავის უთქვამს,  არამედ მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თვალთვალის მექანიზმი. ჩემთვის ძალიან გასაოცარი იყო, რადგან ჩვენ ერთად ვებრძოდით ამას.როგორც კი ოპოზიციაში არ არიან, ამბობენ, მომეცით შესაძლებლობა, მე ამას (მოსმენებს)  ცუდად არ გამოვიყენებ.

მოქალქეებს მინდა ვუთხრა, იმ პოლიტიკოსებსაც ოპოზიციაში კარგები რომ არიან და შემდეგ რომ ივიწყებენ,- არასდროს დათმოთ თავისუფლება, რადგან თქვენს მიერ დათმობილ თავისუფლებას,  უკან  უბრძოლველად არავინ გაგატანთ“,-განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics