|
2018-02-02 20:11:37, 1995 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენ შევძელით, საქართველო-რუსეთის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში დაგვებრუნებინა
„ყოველგვარი სპეკულირება, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაიმე კუთხით აკლებს მცდელობას, საერთაშორისო საზოგადოების კონცენტრირება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს მისი ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეოკუპაცია და კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს, არის ფუჭი და პოპულისტური“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას. მან ყველას მოუწოდა, პოპულისტურ განცხადებებს შეეშვან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ: “საჭიროა, რომ განიმარტოს ჩემი პასუხი და ასევე, გამეორებულ იქნას კითხვა, რომელზეც მე ეს პასუხი გავეცი. კითხვა იყო, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას უკრაინის შეთავაზებასთან დაკავშირებით, შეურთდეს სანქციების ახალ მექანიზმს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ფორმულირება არასწორია - შეთავაზებაც ამას არ გულისხმობდა. სწორედ ეს იყო ჩემი პასუხი. ჩვენ ამ ინიციატივას, იდეას, რომელიც გაჟღერდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ, აღვიქვამთ, როგორც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას და სანქციებში ასევე საქართველოს და საქართველოში განხორციელებული აგრესიისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ უპრეცედენტოდ აქტიური იყო საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი დაბრუნებულიყო საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. მაშინ, როდესაც ბატონი გიგა ბოკერია, რომელიც მე პარლამენტში მიბარებს, როდესაც ბრძანდებოდა ერთ-ერთი წამყვანი პირი საგარეო პოლიტიკაში, საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ საერთოდ დავიწყებული იქნა საერთაშორისო ფორმატებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო პირველი, სადაც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია განხორციელდა და ბევრად უფრო მეტად იყო შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება კონკრეტული აგრესიის წინააღმდეგ, მაშინ ეს ვერ მხოერხდა. ჩვენ შევძელით, რომ საქართველო-რუსეთის საკითხი დაგვებრუნებინა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. ამას ცხადყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, მათ შორის, ჩვენი მუშაობის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონით განისაზღვრა სანქციები ყველა იმ სახელწმიფოს წინააღმდეგ, რომელიც რაიმე ტიპის კონტაქტს დაამყარებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ან შეხება ექნება მათთან. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაიმე კუთხით აკლებს მცდელობას, რომ საერთაშორისო საზოგადოების კონცენტრირება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს მისი ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეოკუპაცია და კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს, არის ფუჭი და პოპულისტური“, - აღნიშნა ჯანელიძემ. შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, "თუ რატომ დგავს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდმავნებლურ ნაბიჯებს". ამასთან, მან მინისტრი პარლამენტში დაიბარა.
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)