21:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 11:20:48, 327 ნახვა

პოლიტიკა
მინისტრებს ნოდარ ხადურის შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმაცია არ აქვთ

მინისტრებს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, თითქოს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს EBRD-ის  კონფერენციის შემდეგ თანამდებობას დაატოვებინებენ, ინფორმაცია არ აქვთ.

„მსგავსი არაფერი გამიგია, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობს და მისი გათავისუფლების თაობაზე  კონსულტაციების შესახებ ჩემთვის უცნობია. - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აბულაშვილის თქმით, მსგავსი ინფორმაცია არც მას არ აქვს.

„აღნიშულის თაობაზე ინფორმაცია ჩემთვის უცნობია“ - დასძინა აბულაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნეს, რომ ნოდარ ხადურის შესაძლო გადადგომის თაობაზე  პირველად მედიისგან შეიტყვეს.

დღეს გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, ნოდარ ხადურის გადადგომასთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics