|
2018-02-02 13:41:44, 1890 ნახვა
სამართალი
მახლაზ მაჩალიკაშვილი: ისინი მკვდარსაც კი მოტეხავდნენ ხელებს და ჩაუდებდნენ ხელყუმბარას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო
„4 საათი თემირლანი მათ ხელში იყო. ისინი მკვდარსაც კი მოტეხავდნენ ხელებს და ჩაუდებდნენ ხელყუმბარას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო“, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და სწრაფი, ობიექტური გამოძიების ჩატარებაა. "მთავარი მოთხოვნებია, რომ უმკაცრესად დაისაჯონ ყველა ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის მკვლელობაში, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, ასევე ვინც განახორციელა გასროლა. მეორე მოთხოვნაა მიენიჭოს ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ ის უდანაშაულოდ. ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, მაგალითად როგორ აერიათ მისამართი, ბინა. 4 საათი თემირლანი მათ ხელში იყო და ისინი მკვდარსაც კი მოტეხავდნენ ხელებს ისე ჩაუდებდნენ ლიმონკას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო. ის კი ვეღარ იფიქრეს, რომ თუ ტერორისტი იყო, მას აუარებელი არსენალი ექნებოდა და არა ერთი ლიმონკა. ეს არის ზღაპარი - ცუდი რეჟისორის მიერ გადაღებული ცუდი ფილმის ნაწილი",-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავარი პროკურორი უწყებაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)