|
2018-02-02 13:09:31, 1787 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: ზურაბ აბაშიძესთან 2017 წელს გამართული შეხვედრების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია
„საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები განსაკუთრებით რთულია და უპირველესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრეგორი კარასინმა რუსულ სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა. კარასინმა, საქართველოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა, იყო კონსტრუქციული და გულახდილი. „განვიხილეთ პრაქტიკული საკითხები და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის პრობლემები რჩება. ეს პრობლემები განსაკუთრებით რთულია და უპირველესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა კარასინმა. კარასინმა აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრა მარტში გაიმართაბება, სადაც დეტალურად იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე. მისივე თქმით, 2017 წლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, გნსაკუთრებით ვაჭრობისა და ტურიზმის თვალსაზრისით. „ერთობლივად შევაჯამეთ 2017 წლის შედეგები და შევთანხმდით, რომ ის საკმაოდ შთამბეჭდავია. რუსეთი ვაჭრობის მოცულობით საქართველოს მეორე პარტნიორი გახდა და ორმხრივი ვაჭრობა 34%-ით გაიზარდა, ჩვენ ვყიდულობთ ღვინის პროდუქციის 2/3-ს და საკუთარ ბაზარზე გაგვაქვს. ასევე, საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩასული რუსი მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა , დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი, რაც ძალიან კარგი შედეგია“, - განაცხადა კარასინმა. კარასინის თქმით, მხარეებმა განიხილეს 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს ეხებოდა. მან აღნიშნა რომ მთავარია, ყველა პუნქტი ზუსტად შესრულდეს. „დღეს მოგვიწია მისი სიტყვასიტყვით განხილვა და შევთანხმდით, როგორიც არ უნდა იყოს ინტერპრეტაციები, მთავარია დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი ზუსტად შესრულდეს“, - განაცხადა კარასინმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)