01:43 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 08:35:35, 2014 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ნაწილი კვლავ სამედიცინო დაწესებულებებში რჩება

ვარკეთილის მეტროში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. 

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, მოქალაქეები კლინიკებიდან უახლოესი დღეების განმავლობაში გაეწერებიან.

„ორი პაციენტი დღეს გაიწერა. კიევ ორი პაციენტი იმყოფება ტვინის შერყევით და მათ უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობა. ერთს აქვს მუცლის დახურული ტრავმა, რომელსაც უტარდება დაკვირვება“, - განაცხადაა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ქირურგმა გაგა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics