|
2018-01-31 20:02:00, 2162 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილის ოჯახს სურს, მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისის ხეობაში გაიმართოს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სურს, მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისის ხეობაში გაიმართოს. ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. „ჩვენ გვსურს დავაზუსტოდ შეხვედრის დეტალები, კერძოდ, თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა. მე გავაჟღერებ პანკისის ხეობის მკვიდრების, უხუცესთა საბჭოს და აგრეთვე, გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების პოზიციას და თხოვნას უპირველესად, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს პანკისის ხეობაში, სადაც მოხდება სათანადო დახვედრა. იქ გაჟღერდება ერთობლივი თხოვნა, ერთობლივად იქნება შეჯერებული მათი წუხილი და იქ უფრო ადვილი იქნება და კარგად გასაგები, თუ რატომ ითხოვდნენ ისინი კონკრეტულად მასთან შეხვედრას“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)