|
2018-01-31 12:19:28, 3825 ნახვა
კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით გამოფენა: მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა გაიმართება
2 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, ექსპოზიცია იტალიის საელჩოს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ორგანიზებით იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 6 გრაფიკული ნამუშევარი ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმის კოლექციიდან. თბილისი პირველად უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის, მიქელანჯელო ბუონაროტის ნამუშევრებს. უნიკალურ ჩანახატებთან ერთად,ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფლორენციელი გენიოსის მიერ ფანქრით შექმნილი სახეები და სხეულები (ხელის ესკიზი ფრესკისთვის "ადამის შექმნა" და ფიგურები ფრესკისთვის "სამოთხიდან განდევნა"), შესაბამისი ფრესკების ვიდეოგამოსახულებებთან ერთად. ასევე, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად". გამოფენა დამთვალიერებლებს უმასპინძლებს 2018 წლის 2 თებერვლიდან 3 აპრილამდე. გამოფენა რომლის ორგანიზატორები არიან იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, იტალიური მხრიდან: საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana". ქართული მხრიდან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პროექტი Check-in-Georgia და ვითიბი ბანკი. გამოფენა იმართება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი" და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან“ თანამშრომლობით. (R)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)