2018-01-30 12:19:43, 1772 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მერია „ახმეტელის თეატრში“ ჩატარებული სამუშაოების ხარისხს შეამოწმებს
თბილისის მერია, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" შემოწმებას იწყებს, რომლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
აღნიშნული კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს მეტროსადგურ "ვარკეთილშიც" აწარმოებდა, სადაც დღეს ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროსადგურ „ახმეტელზე“ შემოწმება დღესვე დაიწყება.
„ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს. შემთხვევითი არ არის, რომ მე ყოველთვის მშენებლობის ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ძალიან მაკაცრი ვიქნებით და თავს არ დავუხრით ასეთ მდგომარეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ავტორი: ,