00:17 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 09:56:17, 1583 ნახვა

საზოგადოება
ავარიული ბაღებიდან სხვა ბაღებში გადანაწილებულ ჯგუფებს პერსონალი და ადმინისტრაცია გადაყვება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ავრიულობის გამო დახურული 4 საბავშვო ბაღიდან ჯგუფები   მიმდებარე ბაღებში გადანაწილდნენ.  პროცესს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ხელმძღვანელობდა.

„N19-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდნენ: N40, N23, , N39, სმენადაქვეითებულთა  ბაგა-ბაღებში. ასევე გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

N125-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდნენ: N84-34, N69, N98 და N94 ბაგა-ბაღებში.

ამ შემთვევაშიც, გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

N84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდნენ: N31, N56, N143 ბაგა-ბაღებში ან სხვა საჯარო ბაღებში, მშობლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

N64 ბაგა-ბაღის ჯგუფებს დღეიდან  N10 საჯარო ბაღი მიიღებს. 

გადასულ ჯგუფებს პერსონალი და ადმინისტრაციაც გადაყვება“,-ნათქვამია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics